1.პროექტის სახელწოდება: „ჩირიკი
და ჩიკოტელა“
2.პროექტის მთავარი იდეა (თემა)
1-2 წინადადებით:მოსწავლეთა ჯგუფებმა სცენარის სახით წარმოადგინონ აღნიშნული მოთხრობა და დადგამ
8-10წუთიანი სპექტაკლი.
3.პროექტის აქტუალობა; პროექტი ხელს შეუწყობს
სოციალური უნარ-ჩვევების განვითარებას.
4.პროექტის მიზნები:შეძლოს ჩასწვდეს
მოთხრობის თემას- როგორ აჯობა მტრობას სიყვარულმა; მოახდინოს მისი ემოციურ დონეზე გათავისება,
ნაწარმოების არა მოკლე ,არამედ ხანგრძლივი დროით დამახსოვრება;სცენარის ან სცენარის
ტიპის მარტივი მონახაზის შექმნა; შეძლოს საკუთარი თავის ავტორთან ან პერსონაჟთან გაიგივება;
დადგას პატარა ,8-10 წუთიანი სცენა,რომელშიც გადმოსცემს როგორც ავტორის, ნაწარმოების
ძირითად შინაარსს, ასევე გამოავლენს საკუთარ ინტერპრეტაციას, დამოკიდებულებას, შემოქმედებითობას.
5.მონაწილეთა ასაკი:12 წელი.
6.ვადები/ ხანგრძლივობა: 2 კვირა
7.მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები,
რაც შეიძლება შეიქმნას: გამოავლენს საკუთარ შესაძლებლობებს,
ინტერპრეტაციის უნარს, შემოქმედებითობას; შექმნის მარტივ დეკორაციებს, კოსტიუმებს.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
სახელმძღვანელო, სცენარი, მარტივი დეკორაციები, სხვადასხვა თვითნაკეთი რესურსი, ელემენტარული
კოსტიუმები.
9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):1.
ნაწარმოების შესწავლა; 2. სცენარის დაწერა;
3.კოსტიუმებისა და დეკორაციების შექმნა; 4.როლური თამაშები(სპექტაკლის წარმოდგენა).
10.საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო
გეგმასთან კავშირი : ქართ. VI. 7. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხატვრული ტექსტების წაკითხვა და გაგება-გაანალიზება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
• ახალ
ინფორმაციას აკავშირებს არსებულ ცოდნასთან და გამოცდილებას.
• განარჩევს მთავარ და არამთავარ პერსონაჟებს;
• განმარტავს პერსონაჟთა ქცევის მოტივს და უკავშირებს საკუთარ გამოცდილებას;
• თხრობითი ხასიათის ტექსტებში გამოყოფს სიუჟეტის განვითარების საფეხურებს (დასაწყისს, მოქმედების განვითარებას და ა.შ.);
.VI. 12. მოსწავლეს შეუძლია მედიატექსტების გაანალიზება; აქვს მულტიმედია ტექსტებზე მუშაობის საწყისი უნარ-ჩვევები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსაწავლე:
• უდარებს წაკითხულ ნაწარმოებს მის ეკრანიზებულ და თეატრალიზებულ ვერსიებს;
• ქმნის მისთვის საინტერესო პერსონაჟის წარმოსახვით პორტრეტს;
• წარმოიდგენს და აღწერს წაკითხული ან მოსმენილი ტექსტის ერთი ეპიზოდის ამსახველ სცენას წარმოსახვითი ფილმისათვის/მულტფილმისათვის სარეჟისორო სცენარის სახით (აღწერს შერჩეულ ეპიზოდში მოთამაშე მსახიობების / ნახატი გმირების გარეგნობას, კოსტუმებს, გამოყენებულ მუსიკას, ხმაურს და/ან სხვა ბგერით ეფექტებს; დროსა და სივრცეს, სადაც ვითარდება მოქმედება და სხვ.);
• განსაზღვრავს ცალკეული პერსონაჟის ხედვის კუთხეს;
• გამოკვეთს მთავარ ინფორმაციას და გადმოსცემს მას საკუთარი სიტყვებით;
ქართ. VI. 14. მოსწავლეს შეუძლია პიროვნული და შემოქმედებითი გამოცდილების გამოყენება წერის პროცესში; აქვს მხატვრული წარმოსახვის უნარი.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
• სწორად აგებს ტექსტს კომპოზიციის ელემენტების გამოყენებით;
• საკუთარი განცდის, შთაბეჭდილების გადმოსაცემად ირჩევს მისთვის სასურველ მხატვრულ ფორმას;
• ქმნის მისთვის აზრობრივად საინტერესო ეპიზოდის გაგრძელებისა და დასასრულის საკუთარ ვარიანტს;
• კონკრეტული ლიტერატურული ჟანრის ტექსტის დასაწყისის მიხედვით ქმნის შესაბამისი მხატვრული ფორმის მცირე ზომის თხზულებას;
• ქმნის ორიგინალურ თხზულებას.
• განავრცობს შეკუმშულად, მოკლედ გადმოცემულ ამბავს და პირიქით – ვრცლად გადმოცემულ ამბავს გადმოსცემს მოკლედ.
11.პროექტის ხელმძღვანელი: (მასწავლებელი):
ირმა პაპიძე
12.ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:Irma.papidze@gmail.com
13.პროექტის ვებ-გვერდო/ ბლოგი.
No comments:
Post a Comment